ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს, მონაწილეობა მიიღონ გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაცსთან (UCLG) (რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს UCLG-ისთვის ახალი პროცედურული წესების შემუშავებას.) დაკავშირებულ საქმიანობაში.
სავალდებულო მოთხოვნები:
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
საბაკალავრო საფეხურის შემთხვევაში, სტუდენტი უნდა სწავლობდეს მინიმუმ IV სემესტრში და გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი.
სტაჟირების ხელმძღვანელი: ნინო რუხაძე, სამართლის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2
სტაჟიორის ფუნქციები:
UCLG-ის პროცედურული წესების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა, ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროცედურული წესების კვლევა, დამუშავება და ანალიზი;
პროცედურული წესების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:
CV;
სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
პირადობის ასლი.
ცნობა სტატუსის შესახებ
განაცხადები უნდა წარდგენილ იქნეს 7 ივნისის დღის ბოლომდე შემდეგ ელ. ფოსტებზე: nino.rukhadze@tsu.ge; ili@tsu.ge